saqarTvelos mdinareebi - rua

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი (უერთდება ქალაქ ქუთაისის ფარგლებში, ჭომის უბანში). სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. სიგრძე 4 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. წარსულში ადგილობრივი მოსახლეობა საბანაოდაც იყენებდა (მდინარის კირქვის ფსკერიან კალაპოტში შემორჩენილია ხელოვნურად ამოკვეთილი აუზები). ამჟამად ძლიერ დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.